საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით პროექტი „სათემო რეინჯერის პროგრამა’’ განხორციელდა

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტების აქტიური მონაწილეობით პროექტი „სათემო რეინჯერის პროგრამა’’ განხორციელდა. პროგრამის შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელმა, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესის სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორმა ნათია მულაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თობიას მიუნხმაიერმა პროექტის შედეგები შეაჯამეს, სტუდენტების მონაწილეობა შეაფასეს და ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს. პროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდების ჩართულობით დაცული ტერიტორიების საქმიანობაში.

პროექტის განხორციელებაში ჩართულ ბსუ-ს 8 სტუდენტსა და 2 კურსდამთავრებულს ჩაუტარდა სწავლება შემდეგი მიმართულებით: დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და მეთოდები, ფოტოხაფანგების და GPS -ნავიგატორების გამოყენება. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ საველე   ექსპედიციებსა და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში. სათემო რეინჯერების ფოტოხაფანგებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობა დააფიქსირა, რის შემდეგაც მოხდა მონაცემების დამუშავება და რუკაზე დატანა.

აჭარის სათემო რეინჯერები ასევე მონაწილეობდნენ მურა დათვის მონიტორინგში, კერძოდ მონაცემების და ნიმუშების აღებაში, რომელიც განხორციელდა ორგანიზაცია ნაკრესის მიერ პროექტის ფარგლებში: ,,მურა დათვის რიცხოვნობის აღრიცხვა არაინვაზიური გენეტიკური მეთოდის გამოყენებით”.

პროექტი მოიცავდა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს, კიტრიშის დაცულ ტერიტორიებს, მაჭახელას და მტირალას ეროვნულ პარკებს.

პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მწვანე ბორჯომი“ სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ ,,ნაკრესთან“ და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან პარტნიორობით. 
პროექტს ფინანსური მხარდამჭერი იყო კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) UNDP/GEF პროექტის ფარგლებში ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა".


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა