საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“

სურათი

14-15 დეკემბერს პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, გამართულ შემაჯამებელ სათემო ფორუმში  მონაწილეობა მიიღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა და ეკოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ინგა დიასამიძემ. ფორუმზე მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის ფარგლებში გეოლოგიური, ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, დასრულებული და მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები, საფრთხის რუკები, თემის მართვის გეგმების მომზადების პროცესი, პროექტის ფარგლებში შემუშავებული თემის მართვის გეგმები, პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული ნაპირდაცვითი ღონისძიებები და ,,კლიმატის ელჩების" ახალგაზრდული ინიციატივები. 

„პროექტის ფარგლებში, ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები ინერგება საქართველოს 11 მდინარის აუზში, იზრდება სახელმწიფოს ეროვნული შესაძლებლობები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის, ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების პროგნოზირებისა და პრევენციის მიმართულებით; ასევე ინერგება საფრთხეების მართვის ეფექტიანი სისტემა  და  იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

შეხვედრაზე დაიგეგმა უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობა გარემოს დაცვითი განათლების და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა