საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვება გაიმართა

სურათი

ბსუ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვება გაიმართა. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს და კარიერული წინსვლა უსურვეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორმა მარინა ქორიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა. თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. ბსუ-ს კურსდამთავრებულის სტატუსი  150 უცხოელ სტუდენტს მიენიჭა.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვების ცერემონია ქუდების ასროლით დასრულდა. ღონისძიებაზე  ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა ეროვნული ცეკვები შეასრულეს. გამოშვება მუსიკალურად გააფორმა  ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა