საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

მედიცინის მიმართულების სასწავლო პლატფორმა „Lecturio’’-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მედიცინის მიმართულების სასწავლო პლატფორმა ,,Lecturio’’-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ,,Lecturio’’ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სთავაზობს 7000-ზე მეტ სასწავლო ვიდეოს, 1300-ზე მეტ სახელმძღვანელოსა და სტატიას 4000-ზე მეტ კლინიკური შემთხვევის ანალიზით, რომელიც მოიცავს საბაზისო, პრეკლინიკურ და კლინიკურ მიმართულებებს. პლატფორმა ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს გაეცნონ უახლოეს ლიტერატურას, გაამარტივონ, ადვილად აღქმადი და საინტერესო გახადონ სასწავლო პროცესი.

თანამშრომლობის ფარგლებში, პლატფორმის წარმომადგენელი შეხვდა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს და გააცნო ვებგვერდის გამოყენების პრინციპები და გამოყენების სფეროები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა