17-22 ივნისს, „ერასმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა 19 მაისის უნივერსიტეტის (თურქეთი) პროფესორი მუსა კავასი. პროფესორმა მუსა კავასიმ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის „მედიცინის“ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე - „კულტურა პომიდორში გენომის რედაქტირების მექანიზმები“. ლექციის დასრულებისას, მომხსენებელმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |