საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

სურათი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ მარინა ნაგერვაძის მიერ მედიცინის სპეციალობის II კურსის სტუდენტებისათვის ჩატარდა დისკუსია-აქტივობა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაუნის სინდრომის მახასიათებელ სიმპტომებსა და მემკვიდრეობის თავისებურებებს.

სტუდენტებმა ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე მკურნალობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებაზე, წყვილების ინფორმირებულობისა და სინდრომის წარმოშობის ძირითად მიზეზებზე. ასევე განიხილეს პრეიმპლანტაციური და პრენატალური დიაგნოსტირების როლი ქრომოსომული ანომალიების დროული აღმოჩენისა და შესაძლო პრევენციის ღონისძიების გასატარებლად. სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები აღნიშნული ქრომოსომის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა

Loading...