საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

რეზიდენტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების (პროფესიულ მზადების ) სარეზიდენტო პროგრამებზე  („თერაპიული სტომატოლოგია“, „ორთოპედიული სტომატოლოგია“).

საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ–ს კანცელარიაში 2015 წლის 16 თებერვლიდან 27 თებერვლის  ჩათლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ–კვირის გარდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);

ბ)დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (გადამზადების პროგრამის მსურველთათვის)

გ)პროფესიული საქმიანობის გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (გადამზადების პროგრამის მსურველთათვის);

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე) ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი;

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);

ბრძანება №01-08/8


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა