საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ წარდგინება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის აკრედიტებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა სალომე ღლონტმა აკადემიურ პერსონალთან და მოწვეულ პედაგოგებთან ერთად, სტუდენტებსა და მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ მიზნები და ამოცანები გააცნო. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროს სხვადასხვა სტრუქტურაში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამედიცინო დაწესებულებებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრში, კორპორაციულ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა