საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორების ვიზიტი ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში

სურათი

ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ნანი გვარიშვილი, ნინო  ლომთათიძე და ასისტენტ პროფესორი გუგული დუმბაძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამით - MEVLANA  ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. პროგრამის ფარგლებში პროფესორებმა ჩაატარეს ვორქშოპები თემაზე: „აჭარის ძირითადი ეკოსისტემები“, „საქართველოს ძირითადი ეკოლოგიური პრობლემები“, „ბიორიტმების გავლენა ადამიანზე“ და  ჩატარდა ტესტირება სტუდენტთა ქრონოტიპების დასადგენად. პროფესორები ასევე გაეცნენ ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტის  სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებს და თურქი კოლეგების სამეცნიერო მუშაობის მიმართულებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა