საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

მსოფლიო ტექნოგენური კატასტროფების რისკის პრობლემებისადმი მიძღვნილი დისკუსია

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორების ნინო ლომთათიძის, ნანი გვარიშვილისა და ასისტენტ პროფესორ გუგული დუმბაძის ორგანიზებით მსოფლიო ტექნოგენური კატასტროფების რისკის პრობლემებისადმი მიძღვნილი დისკუსია ჩატარდა.  ღონისძიებაზე ეკოლოგიის და ეკოლოგიის minor-ის სპეციალობის III და IV კურსის სტუდენტებმა ნაშრომები წარმოადგინეს აქტუალურ საკითხებზე. ეკოლოგიის IV კურსის სტუდენტმა ნათია ფხაკაძემ  მოხსენება წაიკითხა თემაზე: „საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი ბუნებრივი კატასტროფები და მათი რისკის შემცირების ღონისძიებები“, ეკოლოგიის minor-ის სპეციალობის III კურსის სტუდენტმა გალინა ფუტკარაძემ - „მსოფლიოს მნიშვნელოვანი ტექნოგენური კატასტროფები“,  ეკოლოგიის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტმა გიული აბულაძემ - „ტექნოგენური კატასტროფების კლასიფიკაცია და მათი გამომწვევი ძირითადი  მიზეზები“ და ეკოლოგიის III კურსის სტუდენტმა ხატია მესხიძემ - „საქართველოში მომხდარი მნიშვნელოვანი მიწისძვრები და მათი შედეგები“.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებმა მსოფლიო ტექნოგენური კატასტროფების პრობლემატური საკითხებზე იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს რისკის შემცირების გზებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა