საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

1 დეკემბერს, 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის ორგანიზებით შიდსთან  ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიხსნება.

სამეცნიერო კონფერენცია - 12.00 საათი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აუდიტორია 55.

პრეზენტაციები:

  • ,,აივ/შიდსი - საკითხის პრობლემატურობა’’ –  პრეზენტატორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ,,აივ-გადაცემის გზები’’ -პრეზენტატორი ,,შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი’’;
  • ,,ზიანის შემცირება’’ - აივ/შიდსის პრევენცია - პრეზენტატორი ,,კავშირი იმედი’’.

პარალელური ღონისძიებები:

  • აივ/შიდსის და სხვა ინფექციების პრევენციისთვის გამოყენებული საშუალებების დემონსტრაცია-გავრცელება, თემატური მასალის გავრცელება;
  • თემატური  ვიქტორინა - ,,კავშირი იმედი’’,  ,,შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი’’;
  • ,,ვორქ-შოფი’’ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის უფროსკურსელთათვის ,,ნიმუშის აღება სკრინინგული ტესტირებისათვის’’ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველო;
  • HIV   და C ჰეპატიტის ნებაყოფლობითი სკრინინგი (55-ე აუდიტორიის მიმდებარე ფოიე) - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • მობილური ლაბორატორია -  HIV   და C ჰეპატიტის ნებაყოფლობითი სკრინინგი  (უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია) -ა/ო საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა” ბათუმის ოფისი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა