საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა

სურათი
შოთა რუსთაველის დარბაზში დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. მომავალ მედიკოსებს სწავლის დაწყება მოულოცეს და წარმატებები უსურვეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა მარინა ქორიძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა სოფიო ბერიძემ. დიპლომირებული მედიკოსის  ინგლისურენოვანი პროგრამა პირველი ინტეგრირებული უცხოენოვანი კურიკულუმია რეგიონის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და ქმნის მყარ პლატფორმას სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაციისა და უცხოენოვან საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის.  
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 21 დეკემბერიდან სწავლას იწყებს 35 ინდოელი სტუდენტი, მომავალი წლიდან პროგრამაზე ჩაირიცხება 100  უცხოელი სტუდენტი.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა