1 ივნისს, მედიცინის I კურსის სტუდენტებმა, ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო ლომთათიძის ხელმძღვანელობით, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონის 50 -მდე აღსაზრდელს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად ხილი და ტკბილეულობა მიუტანეს.
წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია-პანსიონი 2006 წლის 21 თებერვალს დაარსდა საქართველოს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის თანადგომით და ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტის დიმიტრის ინიციატივით.
შეხვედრის დასასრულს, გიმნაზია-პანსიონის აღსაზრდელებმა სტუდენტებისათვის კონცერტი გამართეს.
უკან |