საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო დღე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებითა და შავი ზღვის ფლორისა  ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აქტიური მონაწილეობით    შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვორქშოფი გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში თემაზე  „შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა“  განიხილეს  ისეთი აქტუალური თემები როგორიცაა:  „შავი ზღვის ბათუმის სანაპირო ზოლის ეკოლოგიური პრობლემები“, „დაბინძურებული საარსებო გარემოს გავლენა ზღვის ძუძუმწოვრებზე“ , „შავი ზღვის დაბინძურების ფორმები“ და ა.შ.

ვორქშოფს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  ბიოლოგია-ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან ერთად,   ბათუმის № 1 და № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.   მოხსენებების  დასასრულს შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა