საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის რეგიონის კლიმატის მოდელირება“

სურათი

3-5 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სკოლა-კონფერენცია ჩატარდება თემაზე: „სამხრეთ კავკასიის შავი ზღვის რეგიონის კლიმატის მოდელირება“. სწავლება ხელს შეუწყობს საქართველოს /კავკასიის/შავი ზღვის რეგიონის მეცნიერებსა და სტუდენტებს, შეისწავლონ თანამედროვე კლიმატის მოდელირების პროგრამა. თანამედროვე პირობებში არსებობს შესაძლებლობა, მოხდეს რიცხვითი სიმულაციური და რეგიონალური კლიმატის მოდელების შექმნა, რაც საფუძველს მოგვცემს, წინასწარ განვსაზღვროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება გარემოზე და მოვახდინოთ შეფასება დროულად. შესაბამისად მოხდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერების კვალიფიკაციის ამაღლება. სწავლებაში ჩართულია 12 უცხოელი და 10 ქართველი მონაწილე.
სკოლა-კონფერენციის ფარგლებში განიხილება რეგიონალური კლიმატური მოდელები: RegCM, WRF და ჰაერის დაბინძურების მოდელი CMAQ, მათი გამოყენების პირველი შედეგები და პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის/შავი ზღვის რეგიონის მომავალი კლიმატის მოდელირებისათვის.

სკოლა-კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჩრდილო კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (NC State University) ორგანიზებით და ICTP - თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (იტალია) დაფინანსებით ტარდება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა