საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

კლინიკა ენმედიცის და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის უფასო სამედიცინო მომსახურება

კლინიკა ენმედიცი და ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს სთავაზობს უფასო სამედიცინო მომსახურებას.


კლინიკა ენმედიცი აქციის ფარგლებში უნივერსიტეტის თანამშრომლებს გამოცდილი და კვალიფიციური ოფთალმოლოგები უფასო ოფთალმოლოგიურ მომსახურებას გაუწევენ. ოფთალმოლოგიური კაბინეტები აღჭურვილია თანამედროვე, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული აპარატურით (Tomey, Gauder, Quantel medical), სამკურნალო-დიაგნოსტიკურ საშუალებებით, სადაც შესაძლებელია მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურებისა და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრის მიღება.


ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ბსუ-ს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სთავაზობს პროსტატის, სწორი ნაწლავისა, ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს. მათ საშუალება ექნება კიბოს სკრინინგი უფასოდ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტაროს. კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას. სკრინინგის ჭრილში დაიიდენტიცირებულ კიბოს შემთხვევებზე, ექსკლუზიურად უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის და ოჯახის წევრებისათვის ქირურგიულ ჩარევაზე 10% ფასდაკლება, რეგიონის წამყვან ონკოქირურგებთან, რომელნიც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოღვაწეობენ.


მსურველთა   რეგისტრაცია   იწარმოებს  27 სექტემბრიდან  9 ოქტომბრის   ჩათვლით (ბსუ-ს მეორე კორპუსი, #101 ოთახი).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა