ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამაზე: „ორთოპედიული სტომატოლოგია“. კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2017 წლის 8 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) მაძიებლის მოწმობა/ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის).
უკან |