საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

რეზიდენტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამებზე: „თერაპიული სტომატოლოგია“ და „ორთოპედიული სტომატოლოგია“.


კონკურსანტთა საბუთები მიიღება ბსუ-ს კანცელარიაში 2017 წლის 18 დეკემბრიდან 8 იანვრის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა);
გ) მაძიებლის მოწმობა/ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა