ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოკლევადიან პროგრამებზე:
სპეციალიზაცია - „ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა 3 თვე)
სუბსპეციალობა - ,,პირის ღრუს ქირურგიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა 3 თვე
)
გადამზადების კურსი - „ორთოპედიული სტომატოლოგია“ (პროგრამის ხანგძლივობა 3 თვე)
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ბსუ-ს კანცელარიაში 2018 წლის 23 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) თერაპიული სტომატოლოგიაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) ავტობიოგრაფია (cv);
ე) ფოტოსურათი 3x4 – 2 ცალი;
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
შენიშვნა: ორთოპედიული სტომატოლოგიის გადამზადების კურსის მსურველებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება შემოკლებული კურსის გავლის უფლების მოპოვების თაობაზე.
უკან |