გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოთვლითი ტექნიკის განვითარებამ და მეცნიერებისა თუ წარმოების ყველა სფეროში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ფართოდ დანერგვის აუცილებლობამ, ქვეყანაში მიმდინარე „ინფორმატიზაციის“ პროცესმა, დღის წესრიგში დააყენა დამოუკიდებელი კათედრის აუცილებლობა და 1992 წლის იანვარში შეიქმნა „გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის“ კათედრა შემდეგი შემადგენლობით: დავით დევაძე - კათედრის გამგე, ციცინო სარაჯიშვილი, იბრაიმ დიდმანიძე, ასლან ბერაძე, მურმან დუმბაძე, ზაზა დავითაძე, ინჟინერ-პროგრამისტი ზებურ სურმანიძე, ლაბორანტები ზეინაბ ხალვაში და მაია მგელაძე.
თავდაპირველად კათედრის ტექნიკურ ბაზას შეადგენდა DBK-ს ტიპის რამდენიმე კომპიუტერი, რომლებიც მოგვიანებით შეცვალა IBM-ის ტიპის პერსონალურმა კომპიუტერებმა და „Yamaha“-ს ტიპის გამოთვლითი ტექნიკის სასწავლო კომპლექსმა. მოგვიანებით უკვე დაიწყო კომპიუტერული კლასების მოწყობა და შევსება ახალი თაობის პერსონალური კომპიუტერებით.
ტექნიკური ბაზის შევსების კვალდაკვალ კათედრას შეემატა ახალი პერსპექტიული კადრები, რომელთა უმრავლესობა დღეს უკვე დეპარტამენტში მუშაობს, ხოლო ნაწილი წარმატებით აგრძელებს საქმიანობას სხვადასხვა სფეროში. მათ შორის მალხაზ თავდგირიძე, ალექსანდრე ნადარეიშვილი, ირაკლი ჭავჭანიძე, ნოდარ ხინკილაძე, ინგა სურმანიძე, ზაირა ჭურკვეიძე, მანანა ბერაძე, გოჩა დავითაძე, ამირან ფიტკარაძე, იზო ჟაბნიძე. საუნივერსიტეტო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯი სწორედ კომპიუერულ მეცნიერებათა დეპარტამენტიში დაიწყეს - ვლადიმერ ღლონტმა, ნუგზარ ღომიძემ, თამაზ თელიამ, იზო ჟაბნიძემ. კათედრის წევრთა რიგებს ნაადრევად გამოაკლდნენ ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერი ასლან ბერაძე და ღვაწლმოსილი პედაგოგი - ირაკლი გოგოლაძე.
უნივერსიტეტში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, „გამოყენებითი მათემატიკისა და ინფორმატიკის“ კათედრის ბაზაზე 2006 წელს შეიქმნა კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი, რომელსაც 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე.
2013 წლიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი დავით დევაძე. დღეისათვის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის შემადგენლობაა: პროფესორი დავით დევაძე, ასოცირებული პროფესორები: ციცინო სარაჯიშვილი, ლია შეწირული, თენგიზ ხინიკაძე, ზებურ სურმანიძე, გულადი ფარტენაძე, ზაზა დავითაძე, მიხეილ დონაძე, ასისტენტ-პროფესორები: ვახტანგ ბერიძე, გრიგოლ კახიანი, დეპარტამენტის სპეციალისტი - თამილა ხალვაში IT სპეციალისტი გიორგი იმნაიშვილი. მოწვეული პედაგოგები: იამზე სურმანიძე, ინეზა ჯორბენაძე, მავილე ქიძინიძე, მარინა აბაშიძე, მაია მგელაძე, ამირან შარაძე, ზვიად ბერაძე, ბესიკ ბერიძე.
დეპარტამენტში მუშაობა მიმდინარეობს სამი სამეცნიერო მიმართულებით: ალგორითმები და გამოთვლითი მეთოდები - ხელმძღვანელი პროფესორი დავით დევაძე, დაპროგრამება და მონაცემთა ბაზები - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი გულადი ფარტენაძე, კომპიუტერული ქსელები და სისტემები ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე.
დეპარტამენტი სწავლას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატში სპეციალობით „კომპიუტერული მეცნიერებები“, მაგისტრატურაში სპეციალობით „ბიზნეს ინფორმატიკა“. დოქტორანტურაში სპე-ციალობით „კომპიუტერული მეცნიერებები“. დეპარტამენტის ბაზაზე ხორციელდება ასევე პროფესიული სწავლება სპეციალობით „კომპიუტერული ქსელებისა და სის-ტემების ტექნიკოსი. სასწავლო პროცესი დაფუძნებულია უახლესი პროგრამული საშუალებების გამოყენებაზე, რაც განაპირობებს სასწავლო პროგრამების მუდმივი სრულყოფის აუცილებლობას, აპარატული და პროგრამული საშუალებების სისტემა-ტური განახლების აუცილებლობას. აღსანიშნავია ასევე, რომ დეპარტამენტი ემსახუ-რება ყველა ფაკულტეტს, სადაც იკითხება საგანი „საინფორმაციო ტექნოლოგიები“.
დეპარტამენტის წევრთა სამეცნიერო ინტერესების სფერო:
პროფესორ დავით დევაძის კვლევის საგანია ოპტიმალური მართვის ამოცანები პირველი რიგის კვაზიწრფივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რიმან-ჰილბერტისა და არალოკალური სასაზღვრო პირობების შემთხვევაში. მაქსიმუმის პრინციპის საფუძველზე შეისწავლება წრფივი ოპტიმალური მართვის ამოცანების ამოხსნის რიცხვითი ალგორითმები. შეუღლებული არალოკალური სასაზღვრო ამოცანებისათვის განიხილება განზოგადოებული ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის საკითხები. მიღებული შედეგები გამოიყენება დრეკადობის, გარსთა, დიფუზიის, ელექტრომაგნეტიზმის და სხვა თეორიებში ოპტიმიზაციის ამოცანების განხილვისას.
ასოცირებული პროფესორის თენგიზ ხინიკაძის ინტერესის სფეროს წარმო-ადგენს გამოთვლითი ტექნიკის საშუალებათა დამუშავება შესაბამისი მათემატიკური უზრუნველყოფით და უწყვეტი პროცესებისა და ობიექტების იდენტიფიკაცია და ოპტიმალური მართვა მუდმივმოქმედი შემაშფოთებელი ზემოქმედებების პირობებში.
ასოცირებული პროფესორი ციცინო სარაჯიშვილის სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს მათემატიკური მოდელირება, ოპერაციათა კვლევა, შესაბამისი გამოთვლითი ალგორითმების აგება, ანალიზი და სწავლების მეთოდიკა.
ასოცირებული პროფესორის ზებურ სურმანიძის კვლევის საგანია „ინფორმაციის მენეჯმენტის“ თავისებურებების შესწავლა და შესაბამისი მონაცემთა ბაზების შემუშავება/მართვა, რომელიც გამოიყენება როგორც კერძო კომპანიებში ასევე საჯარო დაწესებულებებში. ასევე ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების შესწავლა სხვადასხვა გარემოში და შესაბამისი კომპიუტერული მოდელების შექმნა.
ასოცირებული პროფესორი გულადი ფარტენაძის ინტერესების სფეროა: დაპროგრამების ტექნოლოგიები, მისი კვლევის ობიექტებია ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ქსელური ალგორითმების ეფექტური სქემის შემუშავება და შესაბამისი პროგრამული პროექტების შექმნა, რომელიც გამოიყენება როგორც კერძო კომპა-ნიებში ასევე საჯარო დაწესებულებებში.
ასოცირებული პროფესორის ზაზა დავითაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს კომპიუტერის აპარატული უზრუნველყოფა, მიკროკონტროლერები, ფიზიკური სენსინგი.
ასოცირებული პროფესორის მიხეილ დონაძის სამეცნიერო ინტერესების სფერო მოიცავს კომპიუტერული ქსელების აგების პრინციპების შესწავლას. თანამედროვე ქსელური ტექნოლოგიების დანერგვასა და ეფექტურ გამოყენებას, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კერძო კომპანიებსა და საწარმოებში.
ასოცირებული პროფესორის ლია შეწირულის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები, დაპროგრამების ტექნოლო-გიები, დისტანციური სწავლების ორგანიზება, WEB დიზაინი, კომპიუტერული გრაფიკა,
ასისტენტ-პროფესორის გრიგოლ კახიანის სამეცნიერო ინტერესების სფეროს მოიცავს დროითი მწკრივები, ნეირონული ქსელები, ოპერაციული სისტემები, დაპროგრამების ენები.
ასისტენტ-პროფესორის ვახტანგ ბერიძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ოპტიმალური მართვის ამოცანები დიფერენციალური განტოლებე-ბისათვის, ამოხსნის რიცხვითი მეთოდების რეალიზაცია პროგრამულ პაკეტებში; დაპროგრამების ტექნოლოგიები, მონაცემთა ბაზები.
დეპარტამენტი მეთოდურ დახმარებას უწევს სხვა დეპარტამენტებსა და სპეცია-ლისტებს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისებაში.
დეპარტამენტის თანამშრომლების (დ. დევაძე, თ. ხინიკაძე, ზ. სურმანიძე, მ. დონაძე, ვ. ბერიძე, ლ. შეწირული) მიერ მომზადდა ოცდახუთამდე ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო და ამოცანათა კრებული.
დეპარტამენტის ლექტორ-მასწავლებლები ეწევიან აქტიურ სამეცნიერო-პედაგო-გიურ საქმიანობას. მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო-კონფერენციების, სკოლა-სემინარებისა თუ სიმპოზიუმების მუშაობაში. არიან საერთაშორისო გაცვლი-თი თუ საგრანტო პროექტების მონაწილენი.
საერთაშორისო საგრანტო პროექტები:
- INURE. Integrated University Management System: Eu Experience On Nis Countries’ Ground (By, Ge, Md, Ua). 530181-Tempus-1-2012-1-De-Tempus-Smgr. დ. დევაძე, გ. ფარტენაძე, მ. დონაძე, გ. კახიანი
- iCo-op, Industrial Cooperation and Creative Engineering Education based on Remote Engineering and Virtual Instrumentation (530278-TEMPUS-1-2012-1-DE-TEMPUS-JPHES). გ. ფარტენაძე, ზ. დავითაძე
- WENET 158739-TEMPUS-DE-TEMPUS-JPHES-WeNeT-2010-2013-გ. ფარტენაძე,
- EACA EUROEAST ERASMUS MUNDUS ACTIION II. 2012-2013 გ. ფარტენაძე.
- PICQA ."Promoting Internationalization And Comparability Of Quality Assurance In Higher Education". 511035-Tempus-1-2010-1-De-Tempus-Smgr. მ. დონაძე
- CAP4COM, Building Capacity For University-Enterprise Partnerships Towards Competency Based Training In Armenia, Georgia And Ukraine. 516613-Tempus-1-2011-1-Be-Tempus-jphes. მ. დონაძე
- ENGITEC, Modernizing Higher Engineering Education In Georgia, Ukraine And Uzbekistan To Meet The Technology Challenge (530244-Tempus-1-2012-1-Se-Tempus-Jpcr). მ. დონაძე
- Marie Curie International Research Staff Exchange Scheme Grant FP7-PEOPLE-2012-IRSES-317721 2013-2015. ც. სარაჯიშვილი. დ. დევაძე
- Erasmus Mundus Action 2 Programme ELECTRA 2013 წ. -ც სარაჯიშვილი
ეროვნული საგრანტო პროექტები:
- საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. „ბათუმის საზღვაო პორტის აკვა-ტორიის ეკოლოგიური მონიტორინგი ლაზერული სპექტროსკოპიის მეთოდით და ტალღური პროცესების შესწავლა რეალურ გარემოში“ -2009-2012 წ. ზ. სურმანიძე
- საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. „გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპენსიურ მახასიათებლებს შორს კორელა-ციური ურთიერთკავშირის საფუძველზე“- 2013-2016 წ. ზ. სურმანიძე.
საერთაშორისო კონფერენციები და სკოლა-სემინარები:
- Marie Curie’s International Research Staff Exchange Scheme (Irses) In The 7th European Framework. /International Conference/. Palermo. Italy. June-July 2014 - დ. დევაძე, ც. სარაჯიშვილი და მ. აბაშიძე
-
20th International Summer School on Global Analysis and its Applications. General Relativity: 100 years after Hilbert, Stará Lesná, Slovakia, 17th - 21st August 2015 - დ. დევაძე, ც. სარაჯიშვილი და მ. აბაშიძე
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი პერიოდულად მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ოლიმპიადებს პროგრამირებაში. ორჯერ ჩატარდა უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი პროგრამირებაში. სტუდენტთა შორის საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე.
კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტს საქმიანი ურთიერთობა აქვს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სას-წავლებლებთან. გერმანიის ქალაქ კობლენცის კობლენც-ლანდაუს, საფრანგეთის ლემანის, პოლონეთის ქალაქ ლუბლინის მარი სკლოდოვსკაია-კიურის უნივერ-სიტეტებთან, იტალიის ქალაქ პალერმოს მათემატიკურ და კომპიუტერულ მეც-ნიერებათა დეპარტამენტებთან, უნგრეთის, ქალაქ დებრეცენის უნივერსიტეტის, ასევე ჩეხეთის ქალაქ ოსტრავას უნივერსიტეტის მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები. ასევე უკრა-ინის: სუმის, ლვოვის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ბელორუსიის: მინსკის, ბრესტის, მოლდოვეთის უნივერსიტეტებთან მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში.
ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკურ უნი-ვერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტებთან. ა. რაზმაძის სახელობის მათემა-ტიკის ინსტიტუტთან.
დეპარტამენტის თაოსნობით ბოლო პერიოდში ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია და სიმპოზიუმი:
- International Conference and Workshop. Lie Groups, Differential Equations and Geometry – June 9-22, 2013.
- 2nd Georgian - Czech – Italian – Hungarian Conference and Workshop. Lie Groups, Differential Equations and Geometry – September 9-18, 2015.
- 13nd IEEE EAST-WEST DESIGN & TEST SYMPOSIUM – September 26-29, 2015.
უკან |