ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა მირანდა ხაჯიშვილმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2013-2014 წლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების“ (მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი ნუგზარ ღომიძე) გრანტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიები”. ისრაელის ქალაქ თელ-ავივში გამართულ ერთკვირიან სამეცნიერო სესიაზე ახალგაზრდა მკვლევარმა მოხსენება წარადგინა თემაზე: „AM Waveform An Unmodulated Carrier Signal Undergoes The Proccess Of Modulation»“.
უკან |