ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის „კვლევის მეთოდები მასალათმცოდნეობაში“

სურათი
საზაფხულო სკოლა ,,კვლევის მეთოდები მასალათმცოდნეობაში“ დასრულდა. ორგანიზატორებმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საზაფხულო სკოლაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 40-მდე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტი მონაწილეობდა. ექვსი დღის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბსუ-ს პროფესორებთან ერთად ლექციებს კითხულობდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტების წამყვანი ფიზიკოსები. მეცნიერებმა სტუდენტებს მასალების კვლევის ექსპერიმენტული, თეორიული და კომპიუტერული მოდელირების მეთოდები, თანამედროვე და პერსპექტიული მასალები და მათი ოპტიკური, მაგნიტური და მაგნიტოოპტიკური თვისებების ტექნიკასა და მედიცინაში გამოყენება გააცნეს.
 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო პროექტი ,,საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის - კვლევის მეთოდები მასალათმცონეობაში“ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა