ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - ,,ტოპოლოგია, ალგებრა, ანალიზი და გამოყენებანი” გაიხსნა. ხუთი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები ტოპოლოგიის, ალგებრის და მათემატიკური ანალიზის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმუშავებენ. სამეცნიერო კონფერენცია ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ინიციატივით იმართება.
უკან |