ტექნოლოგიური ფაკულტეტი

ტრენინგი: „მეწარმეობის უნარ-ჩვევები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით მიმდინარე  საგრანტო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ - “Creative Spark: Higher Education Enterprise Programme” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი: „მეწარმეობის უნარ-ჩვევები“.

შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბორის გითოლენდიამ, ლუკა ქემოკლიძემ და დავით ჯაფარიძემ ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტის - „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ შედეგები გააცნეს, ისაუბრეს სტარტაპების შექმნასა და განვითარებაზე. ასევე,  ბრიტანელი პარტნიორების მონაწილეობით მოეწყო ონლაინკონფერენცია , ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა