21 იანვარი 2014 წელი
![გადიდება სურათი](https://bsu.edu.ge/text_images/ge_pic_1496_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, ,,ტელეკომუნიკაციის’’ პროგრამის მიმართულების ასისტ. პროფესორი მარინა ჩხარტიშვილი და ,,ტელეკომუნიკაციის’’ სპეციალობის სტუდენტები სტუდენტთა დასაქმების პროგრამის განხორციელების მიზნით სატელეკომუნიკაციო კომპანია „A-net”ის ტექნიკური სამსახურის დირექტორს, ბ-ნ გიგა ფირცხალაიშვილს შეხვდნენ. გასაუბრების საფუძველზე გამოვლინდა კომპანიაში არსებულ ვაკანსიაზე წარსადგენ სტუდენტთა კანდიდატურები. შეხვედრის მსვლელობისას სატელეკომუნიკაციო კომპანიაში სტუდენტთა ეტაპობრივი დასაქმების სამომავლო პერსპექტივებიც დაისახა.