ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტი შეიქმნა საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტთან 2006 წელს, როდესაც ბათუმის პოლიტექნიკური ინსტიტუტი შეუერთდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
2006 წლიდან 2010 წლამდე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა პროფესორი ზურაბ მეგრელიშვილი, 2010 წლიდან 2013 წლამდე - ასოც. პროფ. ნორა მამულაიშვილი, 2013 წლიდან დღემდე პროფ. ზურაბ მეგრელიშვილი.
დეპარტამენტის სპეციალისტი მზიური შავაძე 2006 წლიდან დღემდე.
დეპარტამენტი ახორციელებდა და ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
1. ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების მშენებლობა, დაპროექტება,
ექსპლუატაცია (2008 წლამდე);
2. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგია (2010 წლამდე);
3. სამთო და გეოინჟინერია (2010 წლიდან დღემდე);
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:
1. ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების მშენებლობა, დაპროექტება,
ექსპლუატაცია (2010 წლამდე);
2. ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები (2011 წლიდან დღემდე).
დეპარტამენტში მუშაობს 1 პროფესორი (ზურაბ მეგრელიშვილი), 2 ასოცირებული პროფესორი (ნორა მამულაიშვილი, დავით ჩხაიძე), 2 ასისტენტ პროფესორი (მადონა ლორია, ნინო დონდოლაძე) და მოწვეული მასწავლებლები (ნარგიზ მეგრელაძე, ნინო მეგრელიშვილი, ნანა დონდოლაძე).