საერთაშორისო პროექტი მდგრად ტურიზმში
7 აპრილი 2016 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტი პროექტის „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობის’’ ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტში (USN) გაემგზავრება. პროექტი, რომელსაც დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა ხელი, მიზნად ისახავს ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში, კერძოდ კი მდგრადი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. თანამშრომლობა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას, მდგრადი ტურიზმის სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას მოიცავს.
სრულად