ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის 6 სტუდენტი სასწავლებლად ნორვეგიაში გაემგზავრება
15 აპრილი 2014 წელი

ტურიზმის ფაკულტეტმა ერთობლივი პროექტის ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სფეროში განათლება“ განხორციელების მესამე ეტაპი დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია ტურიზმის ფაკულტეტის 6 სტუდენტის სწავლება (ერთი სემესტრი) ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტში ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ სპეციალობაზე. კონკურსი გაიმართა შემდეგი პირობებით: ინგლისურ ენაში ტესტირება, კომუნიკაციის უნარი, კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარი და საშუალო აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი. კონკურსში მონაწილეობა 62 სტუდენტმა მიიღო, მათგან პირველ ეტაპზე 16 სტუდენტი გადავიდა. ჯგუფთან 7 აპრილიდან 12 აპრილამდე ნორვეგიის ტელემარკის უნივერსიტეტის პროფესორებმა თემურ აბესაძემ და ფრუდე ლიენგიმ ტრენინგები ჩაატარეს და 6 საუკეთესო კონკურსანტი შეარჩიეს. სტუდენტები: მინდია კურცხალაძე, ანა ჯაფარიძე, ანა სანიკიძე, ვახტანგ გვენეტაძე, ირმა დოლიძე და გიორგი გელაძე სწავლას ნორვეგიაში 20 აგვისტოდან განაგრძობენ. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა როსტომ ბერიძემ სტუდენტებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სრულად