ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2023’’ მონაწილეობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენაში - „EBIT - 2023’’ მონაწილეობს. ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დამთვალიერებლებს საუნივერსიტეტო ცხოვრება, სერვისები, ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა გააცნეს და ტურისტული პროდუქტები წარუდგინეს. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა მიეცათ, VR-სათვალის საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, რესურსებსა და მარშრუტებს. გამოფენა 3 დღეს გაგრძელდება და მასში 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა