ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტი დეკანი ირაკლი კორძაია, ტურიზმის სფეროს და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენის - „EBIT - 2023’’ ფარგლებში, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში „ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები“ იღებდა მონაწილეობას. პანელის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა გამოწვევები აქვს სექტორს კვალიფიციური კადრების კუთხით, რა შესაძლებლობები არსებობს საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად და რამდენად ეფექტიანია ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამები.

პანელის დასრულების შემდეგ, მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მნიშნელოვანია მხარეთა ჩართულობით მსგავსი ტიპის დისკუსიების წარმართვა და წლის განმავლობაში გაფართოებული ფორმატით რამოდენიმეჯერ მოხდება მისი ორგანიზება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა