ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სინოპის უნივერსიტეტს ეწვევიან

სურათი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენის „EBIT 2023-ის’’ სტაჟირებაში მონაწილე ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის  თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე, ბსუ-ს ადმინსიტარციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს. სტუდენტები საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანია ,,ექსპო ბათუმის" მხარდაჭერით სინოპის უნივერსიტეტს ეწვევიან. ახალგაზრდები უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს და სინოპის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.

სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სინოპის უნივერსიტეტის რექტორთან, გუბერნატორთან, მერთან, სინოპის კულტურისა და ტურიზმის დირექტორთან, სინოპისა და საქართველოს კულტურისა და თანამეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარესთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ფაცაში მცხოვრებ ჩვენებურებთან.

შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა მადლობის სიგელი გადასცა ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს საუნივერსიტეტო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა