26 დეკემბერი 2024 წელი
ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, საფრანგეთის ქ. ანჟეს უნივერსიტეტის დოქტორმა დენალი ბუტენმა 2-4 დეკემბერს ბსუ-ს სტუდენტებისათვის ჩაატარა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სამეწარმეო უნარების განვითარება, ტურიზმის მომავალი და ეფექტიანი მართვა“.
ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
-
ორგანიზაციები ტურიზმის ინდუსტრიაში;
-
მასპინძლობის ინდუსტრიის ძირითადი კომპონენტები;
-
კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის;
-
საფრანგეთის, როგორც ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი მსოფლიოში;
-
მონაკოსა და ბათუმის ტურისტული პროდუქტების შედარებითი ანალიზი და გამოცდილების გაზიარება.
ტრენინგზე ასევე გაანალიზეს საფრანგეთის ტურიზმთან დაკავშირებული ძირითადი ფაქტორების გათვალისწინებით, თუ რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის.