ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წარმომადგენლები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი ლორ კასტენი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ღარიბაშვილი ეწვივნენ.

ბსუ-ს რექტორთან, ტიტე აროშიძესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფრანგული ენის პოპულარიზაციის  მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ფრანკოფონული დასაქმების ცენტრის (CEF) მნიშვნელობაზე, ფრანგული ენის გამოყენების ხელშეწყობაზე სწავლებასა და კვლევებში, სტუდენტების მობილობისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და დეკანის მოადგილე დინარა ფაღავა.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წარმომადგენლებმა მოინახულეს ბსუ-ში გახსნილი დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი და ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა