ტურიზმის ფაკულტეტი

პროგრამა - „ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა“

სურათი

ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და პროგრამა ,,ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა“ გააცნო. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების პროფესიულ სტაჟირებას და გადამზადებას სარესტორნო მომსახურების, სასტუმრო მომსახურებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, ევროკავშირის  წევრ  ქვეყნებში, ასევე თურქეთსა და შვეიცარიაში. პროექტის მიზანია სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა კადრების მომზადება.

პროგრამას ,,ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობა“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. მასში მონაწილეობის უფლება აქვს ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს  მოქალაქეს, რომელსაც აქვს პროფესიული ან უმაღლესი განათლება, ფლობს ერთ უცხო ენას მაინც და მერიაში წარმოადგენს მოწვევას, გაცემულს იმ ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ, სადაც სტაჟირების მსურველმა უნდა გაიაროს სტაჟირება.

სტაჟირების მსურველს შეიძლება აუნაზღაურდეს შემდეგი ტიპის ხარჯები:

ა) მგზავრობა, 

ბ) ვიზა; 

გ) დაზღვევა;

სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 თვეს. სტაჟირების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა, სტაჟიორმა მერიაში უნდა წარმოადგინოს სტაჟირების პერიოდის ამსახველი მასალები (მათ შორის სტაჟირების სერტიფიკატი და წერილობითი ანგარიში).

სტაჟიორთა შერჩევის წესი

სტაჟიორთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის მეშვეობით.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:

ა) დოკუმენტების მიღება - პირველი ეტაპი;

ბ) დოკუმენტების განხილვა და გასაუბრება - მეორე ეტაპი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების მსურველმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შევსებული სააპლიკაციო ფორმა:

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) საერთაშორისო პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი:

დ) მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმეტი:

ე) სამოტივაციო წერილი;

ვ) სარეკომენდაციო წერილი;

ზ) შესაბამისი მოწვევა, გაცემული იმ ორგანიზაციის /დაწესებულების მიერ, სადაც სტაჟირების მსურველმა უნდა გაიაროს სტაჟირება (მოწვევაში მითითებული უნდა იყოს სტაჟირების დაწყებისა და დასრულების პერიოდი);

თ) 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4);

ი) ინფორმაცია, იმ ცოდნისა და გამოცდილების შესახებ, რომელსაც სტაჟიორი სტაჟირებისას მიიღებს.

დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი უნდა იყოს ნათარგმნი და ნოტარიულად დადასტურებული.

დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით (PDF ფაილის სახით).

არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში კომისია არ განიხილავს  სტაჟირების მსურველის განაცხადს.

განაცხადის მიღებისა და განხილვის ვადები

განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველი თვის პირველი სამუშაო დღიდან თვის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით 09 საათიდან - 18 საათამდე.

კომისია შემოსულ განაცხადებს განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს აცნობებს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

საკონტაქტო პირი:

ლამზირა ბოლქვაძე

ტელ: 24-82-94

ელ.ფოსტა: bolqvadzelamzira@gmail.com


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა