ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლებლად ნორვეგიაში გაემგზავრებიან

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტის  სტუდენტები ერთობლივი პროექტის - ,,ნორვეგიაში, საქართველოსა და ყირგიზეთში რეგიონული ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ინტეგრაციის სფეროში განათლება” ფარგლებში ნორვეგიაში გაემგზავრებიან. ახალგაზრდები ტელემარკის უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში ისწავლიან და საბაკალავრო ნაშრომზე იმუშავებენ. სტუდენტები გაეცნობიან სასოფლო ტურიზმს, ზამთრის კურორტების მენეჯმენტს, აგროტურიზმსა და ტურისტული სერვისის ხარისხის ამაღლების საკითხებს. კონკურსში ტურიზმის ფაკულტეტის მეოთხე კურსის 10  სტუდენტი მონაწილეობდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა