ტურიზმის ფაკულტეტი

კონკურსი ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთათვის სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის აცხადებს კონკურსს ვახუშტი ბატონიშვილის (ბაკალავრიატში) და ქვთიმე თაყაიშვილის   (მაგისტრატურაში) სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება რექტორის სახელზე უნდა წარმოადგინონ ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის ოფისში ოთახი  Ν121.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან (მესამე სემესტრიდან), თუ:

ა) სტიპენდიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ  დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებული აქვთ 91 ქულა და მეტი .

(,,საშუალო შეწონილი’’-ს ფორმულა;  (A1*B1+A2*B2)/A1+A2=91    A- საგნის კრედიტი,   B - შეფასების ქულა)

ბ) გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არიან  სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა. შ. მონაწილე და აქვთ მაღალი მიღწევები;

 

საკონკურსო დოკუმენტაცია (დანართი 1) უნდა მოიცავდეს:

ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) სტუდენტის სასწავლო-სამეცნიერო ავტობიოგრაფიას (CV) (დანართი 3);

გ) სამეცნიერო კონფერენციის, სემინარის, სიმპოზიუმის და სხვ. ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის (ზეპირი, სტენდური მოხსენება) დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. დედანს ან ნოტარიულად დამოწმებულ ასლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის მოწმობის ასლს;

ე) ცნობას - რომელშიც საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დისციპლინებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით მიღებულია 91  და მეტი  ქულა (დეკანის მიერ  დამოწმებულს);

ვ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის დედანს ან დეკანის მიერ დამოწმებულ ასლს;

ზ) არანაკლებ ერთ რეკომენდაციას ბსუ-ს იმ პროფესორისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის  სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას (დეკანის მიერ დამოწმებულს).

 

საკონკურსო დოკუმენტაცია საკონკურსო კომისიის მიერ არ განიხილება (არ შეფასდება) შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ კონკურსანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;

ბ) თუ კონკურსანტის მიერ ინფორმაცია/დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);

გ) თუ კონკურსანტის  მიერ წარმოდგენილი მონაცემები (დოკუმენტები) არ შეესაბამება სინამდვილეს (ყალბი აღმოჩნდა), რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით;

დ) თუ კონკურსანტის  დანიშნული აქვს რომელიმე სახის სტიპენდია;

ე) თუ კონკურსანტის  აქვს ფინანსური დავალიანება.

 

კონკურსანტთა საბუთები მიიღება ტურიზმის  ფაკულტეტის დეკანის ოფისში 2017 წლის 06 ნოემბრიდან  14 ნოემბრის ჩათვლით.           

 

კონკურსის  შედეგები გამოქვეყნდება   2017 წლის 20 ნოემბრის  შემდეგ.

  დანართი 1
  დანართი 2
  დანართი 3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა