ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

JSTOR-ის წარდგენა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებისათვის პრეზენტაციები ჩაატარეს JSTOR-ის სამეცნიერო ბაზაში. ბსუ JSTOR-ის სამეცნიერო ბაზაში გაწევრიანდა, რომელიც მუშაობს გამომცემლებთან და ბიბლიოთეკებთან სამეცნიერო ჟურნალების, წიგნებისა და ფოტო-მასალის დიგიტალიზაციაზე. JSTOR-ი, ციფრული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წვდომას 12 მილიონ სტატიაზე, წიგნებსა და 75 დისციპლინის პირველად წყაროებზე. სტატიები, ჟურნალები და წიგნები ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, პოლონურ, ლათინურ და სხვა ენებზე, რომლებიც დახმარებას გაუწევს მკვლევრებს, მეცნიერებს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა