28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ ღონისძიებაში „EBSCO-ს დღეები საქართველოში“ მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების წამყვანმა სპეციალისტებმა ხატია სიხარულიძემ და ნინო კორტავამ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ISM-ის სერვისები, EBSCO-ISM-ის სამუშაო ანგარიში, EBSCO-ს ელექტრონული სამეცნიერო ბაზები, მათი პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობები და განახლებული სერვისები. EBSCO-ს ელექტრონული ბაზების გამოყენების მაღალი მაჩვენებლის მიხედვით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო სამეულში შევიდა.
EBSCO არის კვლევითი მონაცემთა ბაზების, ელექტრონული ჟურნალების, ელექტრონული წიგნების, აკადემიური ბიბლიოთეკების საძიებო სისტემების, საბიბლიოთეკო ტექნოლოგიებისა და სასკოლო სასწავლო რესურსების მომწოდებელი სასწავლო დაწესებულებებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის, კვლევითი ინსტიტუტებისთვის, კოლეჯებისთვის, სკოლებისთვის.
EBSCO-ს დღეები საქართველოში Innovative Systems Management (ISM)-ის ინიციატივით გაიმართა.
უკან |