
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ოლეგ ჯიბაშვილმა და ბსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორებმა: ხათუნა დიასამიძემ და ირაკლი ბარამიძემ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებთან დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარეს.
სტუმრებმა მოსწავლეებს აღმაშენებლის ეპოქიდან საინტერესო ისტორიები გააცნეს, უპასუხეს მათ შეკითხვებს. თავის მხრივ, მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით მომზადებული თემები და პოსტერები წარმოადგინეს ქართულ-ინგლისურ ენებზე.
უკან |