ინსტიტუტის მკვლევარებისათვის ტრენინგი ჩატარდა
19 დეკემბერი 2017 წელი
ინსტიტუტის მკვლევარებისათვის ტრენინგი ჩატარდა
14-19 დეკემბერს იაპონური ფირმა Shimadzu-ს წარმომადგენელმა უკრაინაში, Shimukraine-ის გენერალური დირექტორის მოადგილე სპექტრალურ აღჭურვილობაში ივან ოგოროდნიკმა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარებისათვის ტრენინგი ჩაატარა. მეცნიერ-თანამშრომელები გაეცნენ ანალიტიკური აპარატურის, ინდუქტიურად დაკავშირებულ პლაზმურ ატომურ-ემისიურ სპექტრომეტრის - Shimadzu ICPE-9820, ულტრაიისფერ სპექტრომეტრის - UV-1800 მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ტრენინგს მკვლევარებთან ერთად, სხვადასხვა ნავთობკომპანიის ლაბორატორიების მენეჯერები, ანალიტიკოსები, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა აითვისეს აპარატურაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
სრულად