აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს სკოლა „გორდა’’-ს ქიმიის კლუბის მოსწავლეები ესტუმრნენ

სურათი

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული  ტექნოლოგიების  განყოფილებას სკოლა ,,გორდა’’-ს ქიმიის კლუბის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის ლაბორატორიები, ინსტიტუტის მეცნიერების მიერ შექმნილი მემბრანული აპარატები. მკვლევარმა რაულ გოცირიძემ  მოსწავლეებს გააცნო მემბრანული  და ელექტროდიალიზის პროცესები და მათი გამოყენება წყლის, კვების თხევადი პროდუქტების, ფარმაკოქიმიური ხსნარების გასუფთავების და ჩამდინარე წყლების გაწმენდის პროცესში.

მემბრანების  სინთეზის ლაბორატორიაში  რაულ გოცირიძემ და სვეტლანა მხეიძემ მოსწავლეებს გააცნეს პოლიმერული მებრანის ფორმირების პროცესი მემბრანის ფირის დასაფენ  მოწყობილობაზე (MEMCAST), რომლის მეშვეობით მიიღება ბრტყელი მემბრანები ე.წ ფაზური ინვერსიის მეთოდით.

ბარომებრანული ტექნოლოგიების ლაბორატორიაში  მიკროფილტრაციულ აპარატზე მოხდა  წყლის  ფილტრაცია  მიკრობიოლოგიური გაუსნებოვნების მიზნით. მკვლევარმა ნინო მხეიძემ მოსწავლეებს გააცნო მემბრანის ფორიანობის და ფორების ზომების განმსაზღვრელი ხელსაწყო - ფორომეტრი (POROLUX 500). მოსწავლეებთან ერთად ფორომეტრზე ტესტირებით დადგინდა პოლიმერული მემბრანების, სამედიცინო პირბადის ფორიანობის მაჩვენებლები.  ფორების სიდიდის შესახებ  მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული ფილტრაციის პროცესისათვის მემბრანის შესარჩევად, ასევე მემბრანის შემდგომი შესწავლისათვის და მოდიფიკაციისთვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა