აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ინსტიტუტს მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბსუ-ს  აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს პროექტის ,,ჯანსაღ გარემოს არ აქვს ალტერნატივა’’ ფარგლებში, მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი რუსუდან დავითაძე და ქიმიის პედაგოგი თალიკო ჯაყელი ეწვივნენ. ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მნიშვნელობაზე, ეკოლოგიური  მდგომარეობის კონტროლის, კერძოდ, ზედაპირული წყლების დაბინძურების დონის დადგენის, მათი ორგანოლეპტიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზის საკითხებსა და დაბინძურებული წყლების გაწმენდის მეთოდებზე სტუმრებს ესაუბრნენ მეცნიერ თანამშრომლები: ნინო კიკნაძე, ნინო მხეიძე, ნინო სეიდიშვილი, რაულ გოცირიძე;  უფროსი  ქიმიკოსი  ნინო ხარაზი და მიკრობიოლოგი ქეთევან ჯიბლაძე.

მოსწავლეები გაეცნენ ინსტიტუტის ჰიდროქიმიური ანალიზის, მიკრობიოლოგიის და პლაზმურ ემისიური სპექტროსკოპიის ლაბორატორიებს, ქიმიური და ფიზქიმიური  (ინსტრუმენტალური) ანალიზის მეთოდებს.  

ვიზიტის ფარგლებში  დაიგეგმა სკოლის და უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივები გარემოს კვლევის საკითხებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა