ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

მსოფლიო ორგანიზაციიის Flora&Fauna International (FFI) წარმომადგენლების ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს ეწვივნენ მსოფლიო ორგანიზაცია  Flora&Fauna International (FFI) წარმომადგენლები: გარეთ გოლდორფი -FFI კავკასიის რეგიონული ტექნიკური კოორდინატორი, სოფი ბენბოვი -FFI ევრაზიის საზღვაო სპეციალისტი, მიხეილ ფოცხიშვილი - FFI საქართველოს პროგრამის ოფიცერი. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთის ველური ბუნების ჰაბიტატების, ფლორისა და ფაუნის სახეობების კონსერვაციის საკითხები. დაინტერესების სფერო არის დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიანი ჰაბიტატები და ზღვის სანაპირო ზოლი და იმ მეცნიერებთან შეხვედრა, რომლებიც ამ სფეროშო მუშაობენ.

სტუმრები დაინტერესდნენ ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის, ასევე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის განყოფილებების  სამეცნიერო საქმიანობით და პროექტებით. განსაკუთრებით კოლხეთის ჭარბტენიანი ჰაბიტატების ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით, აგრობიომრავალფეროვნებით, რომელიც ადგილობრივ ენდემურ ხეხილ-კენკროვან სახეობებს ეხება და სამკურნალო მცენარეებით.

გამოითქვა მოსაზრება აღნიშნული კუთხით პროექტების ამუშავებისა და დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა