ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„აჭარისა და აჭარა-ლაზეთის ალკალოიდშემცველი ენდემური მცენარეული სახეობების შესწავლა მედიცინაში გამოყენების მიზნით“

სადოქტორო საგრანტო პროექტი: ,,აჭარისა და აჭარა-ლაზეთის ალკალოიდშემცველი ენდემური მცენარეული სახეობების შესწავლა მედიცინაში გამოყენების მიზნით“ DO/312/8-404/14

დოქტორანტი: დალი ბერიძე

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ალიოშა ბაკურიძე, მარიამ მეტრეველი.

სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2014-2016

პროექტის მიზანი: პროექტით დაგეგმილი კვლევა მიზნად ისახავდა აჭარისა და აჭარა-ლაზეთის 24 ენდემური მცენარის ქიმიური (ალკალოიდების შემცველობა) და ფარმაკოლოგიურ (ციტოტოქსიკური მოქმედების შესწავლა) შეფასებას.

პროექტის განხორციელების შედეგად შესწავლილია აჭარისა და აჭარა-ლაზეთის 24 ენდემური მცენარეული სახეობა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე. ენდემური მცენარეებიდან საკვლევად შერცეული 24 სახეობა მანამდე ამ მიმართულებით არ შესწავლილა, ამდენად, ეს კვლევა არის პირველი და მეცნიერული სიახლე.

საკვლევი ობიექტებიდან პროექტის მიზნებიდან გამომდინარე გამოყოფილი იქნა ალკალოიდშემცველი 8 სახეობა (ბიოლოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებების შემცველი სახეობების კვლევა გაგრძელდა დოქტორანტის სადოქტორო დისერტაციის ფარგლებში); მიღებული იქნა ალკალოიდების ჯამები;   მიღებული ალკალოიდების ჯამებიდან მოხდა სპეციფიკური ბიოლოგიური აქტიურობის (ციტოტოქსიკური მოქმედება) განსაზღვრა in vitro ცდაში A-549 (ფილტვის კარცინომა) და DLD-1 (სწორი ნაწლავის კარცინომა) Resazurine-ით და Hoechst-ით; განხორციელდა ციტოტოქსიკური მოქმედების ალკალოიდების ჯამების ნანოკონსტრუირება და in vitro ცდაში დადგენილი იქნა სიმსივნურ უჯრედებში: A-549 (ფილტვის კარცინომა) და DLD-1 (სწორი ნაწლავის კარცინომა) სელექციური შეღწევადობა და უვნებლობა ჯანმრთელ უჯრედებზე (კანის ნორმალური ფიბრობლასტები WS-1) Resazurine-ით და Hoechst-ით.

ალკალოიდეშემცველი სახეობებიდან მომზადებული იქნა ლიპოსომალური ნანონაწილაკები. ჩატარებული კვლევების საფუძველზე საკვლევი ობიექტებიდან გამოყოფილია 2 სახეობა, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ციტოტოქსიკური მოქმედებით; მათგან უპირატესი ციტოტოქსიკური მოქმედებით გამოირჩევა ერთ-ერთი სახეობის ალკალოიდებიდან მიღებული ლიპოსომალური ნანონაწილაკები, რომლებიც იმავდროულად უვნებელია კანის ნორმალური ფიბრობლასტების მიმართ ანუ გამოირჩევა სელექციური მოქმედებით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა