ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„მნიშვნელოვანი ბოსტნეული კულტურების ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მავნებელ-დაავადებები“

სურათი

გამძლეობის გენეტიკის განყოფილების  უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა ცისანა ცეცხლაძემ ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,მნიშვნელოვანი ბოსტნეული კულტურების ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მავნებელ-დაავადებები.“ მომხსენებელმა ხაზი გაუსვა მებოსტნეობის, როგორც სასოფლო-სამეურნეო მეცნიერების ერთ-ერთ დარგის უდიდეს მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.  მსოფლიო სორტიმენტში ცნობილი 150-მდე სახეობის  ბოსტნეული  კულტურიდან თანამედროვე მონაცემებით, საქართველოში ამჟამად, 70-ზე მეტი სახეობის ბოსტნეული მოჰყავთ, ერთ სულ მოსახლეზე მათი მოხმარების საშუალო წლიური ნორმა 120-180კგ-ს შეადგენს.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც საქართველოს მსგავსად არსებობდეს  სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის 11 საწარმოო ზონა (3 ქვეზონით). ყოველივე ამის შედეგია ის, რომ გარდა ტროპიკულისა, საქართველოში იწარმოება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებს უკავია 38.9 ათასი ჰა ფართობი  (საქსტატი).

ცნობილი ფაქტია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების და მათ შორის, ბოსტნეულ კულტურათა მოსავლიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათ მავნებელ- დაავადებებისგან  დაცვის  ღონისძიებებზე.

თანამედროვე ეტაპზე მცენარეთა დაცვა არ წარმოადგენს  ცალკე აღებულ  ერთ რომელიმე მეთოდს. იგი ცალკეული კულტურის მოვლის აგროტექნიკასთან  შერწყმული სხვადასხვა მეთოდის ერთობლიობას გულისხმობს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ არჩევენ მცენარეთა დაცვის აგროტექნიკურ, სელექციურ, ბიოლოგიურ, ბიოტექნიკურ, მექანიკურ, ფიზიკურ და ქიმიურ მეთოდებს. მათი  შეხამებული მიზნობრივი გამოყენება ინტეგრირებული ბრძოლის სახელწოდებითაა ცნობილი, რომელიც მიმართულია მცენარეთა მავნებლების, ავადმყოფობების  და სარეველების  წინააღმდეგ, კონკრეტულ ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ  ზონაში, შესაბამის  სასოფლო-სამეურნეო მცენარეზე, რის შედეგადაც მიიღწევა მავნე ორგანიზმთა რიცხოვნობის რეგულირება სასარგებლო ბუნებრივი ორგანიზმების მოქმედების შენარჩუნებით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა