ვიზიტი კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში
ვიზიტი კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში
ვიზიტი კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში
20-24 მაისს, ერაზმუს+-ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში, კროსნოს სახელმწიფო კოლეჯში იმყოფებოდა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ლელა თავართქილაძე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რექტორის მოადგილესთან და დაიგეგმა თანამშრომლობა სამეცნიერო მიმართულებით. ლელა თავართქილაძემ სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ასევე წარუდგინა უნივერსიტეტისა და რეგიონის შესახებ პრეზენტაცია.
სრულად