13-17 მაისს, ერასმუს+-ის საერთაშორისო გაცვლითი მობილობის ფარგლებში მინიოს უნივერსიტეტში გამართულ მესამე საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ხათუნა ხაბაძემ. ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების 31 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 66-მა წარმომადგენელმა განათლების ინტერნაციონალიზაციის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა. ხათუნა ხაბაძემ ღონისძიების მონაწილეებს ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციის მიღწევები და გამოწვევები გააცნო. კვირეულის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დაიგეგმა თანამშრომლობა ქვეყნის უნივერსიტეტებთან საერთაშორისო პროექტების განხორციელების გზით.