ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ERASMUS+ის გაცვლითი პროგრამის შესახებ. ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ნანა ყურშუბაძემ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველებს უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პირობები გააცნო და კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის, პარტნიორი უნივერსიტეტების, ვადებისა და სტიპენდიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.