სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ევროპის საბჭოს საგრანტო კონკურსი

სურათი

ევროპის საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. პროექტების წარდგენა შეუძლიათ უნივერსიტეტებს თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 4 000 ევრო. განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 17 ოქტომბერი. საგრანტო კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების საკითხებზე. კერძოდ: დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების შესახებ; უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა  და მრავალფეროვნების შესახებ; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმებსა და  ადამიანის უფლებების, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საქართველოში მოქმედ ანტი-დისკრიმინაციულ კანონების შესახებ.

აპლიკაციები გადაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: http://tenders.antidiscrimination@coe.int სახელწოდებით http://Georgia – small grant proposal

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://https://www.coe.int/ka/web/tbilisi/-/call-for-proposals-for-small-grants-for-universities


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა