სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

კონკურსი ერაზმუს+-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ინდივიდუალურ მობილობებს ევროპულ უნივერსიტეტებში (იხილეთ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანართი და სასწავლო ხელშეკრულების ნიმუში).

მობილობა განხორციელდება 2019-2020 სასწავლო  წლის გაზაფხულისა და 2020-2021 სასწალო წლის შემოდგომის სემესტრებში.

მობილობის ხანგრძლივობა: 3 - 6 თვე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
    • ბაკალავრიატის საფეხურის III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
    • მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
    • დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი.
  • არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული ერაზმუს მუნდუსის/ერაზმუს+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის  ქვეყანაში;
  • კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
  • კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ უნივერსიტეტში (არაუმეტეს 3 უნივერსიტეტისა);
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).

საგნების თანხვედრა კონკურსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა!!!

კონკურსის ეტაპები:

I ეტაპი

იმ სტუდენტთათვის, ვინც გადალახავს დადგენილ ბარიერს უცხო ენაში ტესტირების გამოცდის დროს:

2019 წლის 21 ოქტომბრიდან 04 ნოემბრამდე (18:00 საათამდე) - დადგენილი საბუთების მიღება ელექტრონულ ბმულზე (საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დახმარებით)  http://registration.bsu.ge და ასევე მატერიალური სახით - ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით

II ეტაპი

2019 წლის 11-12 ნოემბერი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.

 არასრულად წარმოდგენილი საბუთების პაკეტი არ განიხილება!!!

საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

მაგისტრატურის სტუდენტთათვის:

  • ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

დოქტორანტურის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე,  ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • მაგისტრატურის საფეხურის  დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
  • სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე),
  • დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან

შენიშვნა:

1.      დაინტერესების წერილი შეგიძლიათ წარმოადგინოთ კანცელარიაში არაუგვიანეს 2019 წლის 8 ნოემბრისა. მათი ატვირთვა ელექტრონული რეგისტრაციისას არ  არის სავალდებულო!

2.      VI სემესტრის დოქტორანტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფაკულტეტის დეკანის მიერ მომზადებული ცნობა იმის შესახებ, რომ დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობით ამ დოქტორანტს უხანგრძლივდება ბსუ-ში სწავლის ვადა (უწევს სემესტრის ან სასწავლო წლის დამატება).

სტიპენდია მოიცავს:

1. უფასო სწავლას, 

2.  თვიურ სტიპენდიას,

 3. მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.

სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!

ხშირად შეამოწმეთ პირადი ელ. ფოსტა, ბსუ-ს მთავარი ვებ  გვერდისა და სტრატეგიული  განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ბმულები!

შენიშვნა: ხშირად შეამოწმეთ ვებგვერდი, რათა შესაძლებელია განახლდეს მიმღები უნივერსიტეტების სია!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ  21 ოქტომბრიდან  04 ნოემბრამდე (სამუშაო დღეებში) 15-დან 16 საათამდე (ბსუ-ს ოთახი #35)  ან  მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: erasmus@bsu.edu.ge

  დანართი სტუდენტთათვის
  სასწავლო ხელშეკრულება ერაზმუს+

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     
სიახლის გამოწერა